ზომაში გადაცვლა - გადაცვლა შესაძლებელია ნივთის ჩაბარების მომენტიდან 3 დღის განმავლობაში თუ პროდუქციას შენარჩუნებული აქვს პირვანდელი იერსახე და არ არის ნაცვამი. გადაცვლის შემთხვევაში საკურიერო მომსახურების საფასური შეადგენს 5 ლარს.

მოდელში გადაცვლა - გამონაკლისი შემთხვევის გარდა, სხვა მოდელში გადაცვლა არ ხდება. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს კომპანიის მიერ, არასწორად მოწოდებული ინფორმაცია შეკვეთილ მოდელში ზომის არსებობის შესახებ ან ქარხნული დეფექტი. ამ შემთხვევაში შესაძლებელია გადაცვლა, როგორც იგივე, ასევე განსხვავებული ფასის მოდელში. ფასის სხვაობას ფარავს შემძენი.

დაბრუნება - გაყიდული პროდუქცია უკან არ ბრუნდება.

 მომხმარებელი ნივთის ჩაბარების დროს იღებს გადაწყვეტილებას ყიდვის ან არ ყიდვის შესახებ. პროდუქციის არ მოწონების შემთხვევაში, კლიენტს არ აქვს ვალდებულება ნივთი დაიტოვოს. შეძენის მომენტში ფორმდება: მიღება-ჩაბარების აქტი და გადახდის შესაბამისი დოკუმენტაცია, რის შემდეგაც ნივთი ითვლება გაყიდულად და უკან დაბრუნება აღარ ხდება.

მომხმარებელი ვალდებულია ნივთის ჩაბარების მომენტში შეამოწმოს პროდუქცია. ქარხნული დეფექტის არსებობის შემთხვევაში შეუძლია აღნიშნული ნივთი კურიერს უკან გამოატანოს.

საკურიერო მომსახურება სრულიად უფასოა.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

სერვის ცენტრის სამუშაო საათები: ორშაბათი - კვირა 11:00დან - 19:00 საათამდე.

ნომერი: 557 996 555

ელ ფოსტა: contact@newbalance.ge

მოგვწერეთ საიტზე არსებულ ჩეთში ან საიტის საკონტქტო ფორმის გამოყენებით.