ანგარიშსწორების ტიპები

საბარათე ანგარიშსწორება - ანგარიშსწორება შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის საკრედიტო და სადებეტო ბარათით. ბარათით გადახდის შემთხვევაში, გთხოვთ გვაცნობოთ შეკვეთების გაფორმების მომენტში. 

ნაღდი ანგარიშსწორება (COD) - ნაღდი ანგარისწორება წარმოებს კურიერთან, უშუალოდ ნივთის ჩაბარების მომენტში.

ინტერნეტ ბანკით გადმორიცხვა - გადმორიცხვის დროს, დანიშნულებაში მიუთითეთ: შემძენის სახელი, გვარი და მოდელის დასახელება.

თიბისი ბანკი - GE19TB7993536020100003
შპს "ნიუ ბალანს საქართველო"

საქართველოს ბანკი -  GE43BG0000000118826200
შპს "ნიუ ბალანს საქართველო"

სწრაფი გადახდის აპარატით ჩარიცხვა

Tbc Pay:
აირჩიეთ:
1. "ბანკები, დაზღვევა, მიკროსაფინანსო"
2. თიბისი ბანკი
3. შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი
4. შეიყვანეთ კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი (405218330)
5. ჩაწერეთ დანიშნულება (თქვენი სახელი და გვარი)
6. შეიტანეთ თანხა

Paypal - ჩვენს ყველა მომხმარებელს, საიტიდან შეძენის შემთხვევაში აქვს საშუალება გადაიხადოს Paypal - ის გადახდის სისტემის მეშვეობით. ანგარიშსწორება წარმოებს დოლარში, საგადახდო სისტემის დადგენილი კურსით, რაც უტოლდება ლარში არსებულ ფასს. დეტალებს იხილავთ უშუალოდ გადახდის მომენტში.

განვადება - განვადების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

განვადების სერვისი 

New Balance Georgia - გთავაზობთ უპროცენტო განვადების სერვისს სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებში. ამჟამად აქტიურად ვთანამშრომლობთ შემდეგ ბანკებთან:

თიბისი ბანკი - (ონლაინ განვადება)
განვადების ვადა: 3 - 24 თვემდე.
მინიმალური განვადების თანხა - 100 ლარი
გაძვირება -  დამოკიდებულია ნივთის საფასურზე და თვეების რაოდენობაზე. საშუალოდ ნივთის ღირებულებას ემატება 10-20 ლარამდე და იყოფა სასურველი თვეების რაოდენობაზე.

საქართველოს ბანკი 
განვადების ვადა: 3 - 15 თვემდე.
მინიმალური განვადების თანხა - 150 ლარი
გაძვირება -  დამოკიდებულია ნივთის საფასურზე და თვეების რაოდენობაზე. საშუალოდ ნივთის ღირებულებას ემატება 10-15 ლარამდე და იყოფა სასურველი თვეების რაოდენობაზე.

კრედო ბანკი - (ონლაინ განვადება)
განვადების ვადა: 3 - 24 თვემდე.
მინიმალური განვადების თანხა - 100 ლარი
გაძვირება -  დამოკიდებულია ნივთის საფასურზე და თვეების რაოდენობაზე. საშუალოდ ნივთის ღირებულებას ემატება 10-20 ლარამდე და იყოფა სასურველი თვეების რაოდენობაზე.

განვადებით ნივთის შეძენის სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 557 996 555. 

 

* 1 იანვრის რეგულაციების შემდგომ, ეროვნული ბანკის ბრძანებით, ყველა საფინანსო ინსტიტუტს აეკრძალა განვადებისა და სესხის გაცემა შემოსავლის დადასტურების გარეშე.  აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიმდინარეობს მოლაპარაკება ახალ საფინანსო ინსტიტუტთან რის შემდგომაც თებერვლის ბოლოდან შესაძლებელი იქნება შემოსავალ დაუდასტურებელი განვადებების გაცემა.

 

ტრანსპორტირება

ტრანსპორტირების არეალი

ონლაინ შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით. მიტანის სერვისს ახორციელებს კომპანია ONWAY. შეკვეთის ჩაბარება ხდება მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე.

 


 

ტრანსპორტირების ფასი

თბილისი - პირველი საკურიერო მომსახურება - ფასო

განმეორებით საკურიერო სერვისით სარგებლობა - 5 ლარი. (იგულისხმება ზომის შეცვლა და სხვა შემთხვევები)

რეგიონი - 7 ლარი


 

ტრანსპორტირების სისწრაფე

თბილისი - მიწოდება ხორციელდება შეკვეთის გაკეთებიდან ან განვადების დამტკიცებიდან - 24 საათის განმავლობაში.

13:00 საათამდე შემოსული შეკვეთების მიწოდება შესაძლებელი იქნება შეკვეთის გაკეთების დღეს, გამონაკლისი შემთხვევების გარდა.

რეგიონი - ნივთის მიწოდება ხდება შეკვეთიდან ან განვადების დამტკიცებიდან - 2-დან 6 დღემდე პერიოდში. დამოკიდებულია შეკვეთის გაკეთების ლოკაციაზე. შეგიძლიათ იხილოთ მიწოდების განრიგი რეგიონების მიხედვით განრიგი.

შეკვეთების მიწოდებას ახორციელებს კომპანია ONWAY. 

იმ შემთხვევაში, თუ ადრესატი არ დახვდება კურიერს მითითებულ მისამართზე ან სხვა მიზეზით, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის მიერ, ვერ მოხდება ნივთის ჩაბარება, კურიერი ნივთს აბრუნებს იმავე ადგილზე საიდანაც დაიწყო მისი ტრანსპორტირება.

* სახელმწიფო დასვენებების დღეებში პროდუქციის ჩაბარება არ ხდება, შესაბამისად, თუ თქვენ პროდუქცია ამ პერიოდში შეიძინეთ, პროდუქციის მოტანა გადაიდება სამუშაო პროცესის განახლებამდე. 
 

დეტალები გზავნილთან დაკავშირებით

თუ გსურთ გაარკვიოთ თქვენი გზავნილის სტატუსი შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ONWAY - ს ცხელ ხაზზე 032 2 004848. 

 


 

გადაცვლა და დაბრუნება 

ზომაში გადაცვლა - გადაცვლა შესაძლებელია ნივთის ჩაბარების მომენტიდან 3 დღის განმავლობაში თუ პროდუქციას შენარჩუნებული აქვს პირვანდელი იერსახე და არ არის ნაცვამი. გადაცვლის შემთხვევაში საკურიერო მომსახურების საფასური შეადგენს 5 ლარს.

მოდელში გადაცვლა - გამონაკლისი შემთხვევის გარდა, სხვა მოდელში გადაცვლა არ ხდება. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს კომპანიის მიერ, არასწორად მოწოდებული ინფორმაცია შეკვეთილ მოდელში ზომის არსებობის შესახებ ან ქარხნული დეფექტი. ამ შემთხვევაში შესაძლებელია გადაცვლა, როგორც იგივე, ასევე განსხვავებული ფასის მოდელში. ფასის სხვაობას ფარავს შემძენი.

დაბრუნება - გაყიდული პროდუქცია უკან არ ბრუნდება.

 მომხმარებელი ნივთის ჩაბარების დროს იღებს გადაწყვეტილებას ყიდვის ან არ ყიდვის შესახებ. პროდუქციის არ მოწონების შემთხვევაში, კლიენტს არ აქვს ვალდებულება ნივთი დაიტოვოს. შეძენის მომენტში ფორმდება: მიღება-ჩაბარების აქტი და გადახდის შესაბამისი დოკუმენტაცია, რის შემდეგაც ნივთი ითვლება გაყიდულად და უკან დაბრუნება აღარ ხდება.

მომხმარებელი ვალდებულია ნივთის ჩაბარების მომენტში შეამოწმოს პროდუქცია. ქარხნული დეფექტის არსებობის შემთხვევაში შეუძლია აღნიშნული ნივთი კურიერს უკან გამოატანოს.

საკურიერო მომსახურება სრულიად უფასოა.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

სერვის ცენტრის სამუშაო საათები: ორშაბათი - კვირა 11:00დან - 19:00 საათამდე.

ნომერი: 557 996 555

ელ ფოსტა: contact@newbalance.ge

მოგვწერეთ საიტზე არსებულ ჩეთში ან საიტის საკონტქტო ფორმის გამოყენებით.